ზოდიაქოს რომელი ნიშნისათვის არის 17 ივნისის იღბლიანი

ზოდიაქოს რომელი ნიშნისათვის არის 17 ივნისის იღბლიანი
17 ივნისის მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზსს პორტალი ,,ფორტუნა" ავრცელებს.
დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანების გულ-სისხლძარღვოვან სისტემას პრობლემებს შეუქმნის, მოიმატებს უგუნებობა, მიიღეთ წამლების პროფილაქტიკა და მეტად დაისვენეთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის, სასიყვარულო ურთიერთობისათვის, ქორწინებისთვის, მგზავრობისათვის, ტანსაცმლის, პარფიუმერიის, ცხოველების, უძრავი ქონებისა და სამშენებლო მასალების შეასაძენად. მოერიდეთ ყვირილს, ზედმეტი სიბრაზის გამოვლენას, სხვათა განკიცხვასა და განკითხვას. საკვებ რაციონში შეიტანეთ უცხიმო თევზი, მჭლე ხორცი, ლიმონი, ხილი, თაფლი და ბოსტნეული.
ჯანმრთელობა – სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავი, ამ ორგანოებზე  ოპერაციის გაკეთება, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.
დღის ფერები და მინერალები  – ყავისფერი, ლიმნისფერი, მწვანე, ცისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ყვითელი იასპი, ონიქსი და მარგალიტი, ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა  და კირჩხიბისათვის, დაძაბულია მშვილდოსნისთვის.
FACEBOOK კომენტარები