მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბილ გეიტსი ცოლს 27-წლიანი ქორწინების შემდეგ შორდება - "ბევრი ვიფიქრეთ ამ გადაწყვეტილებაზე..."

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბილ გეიტსი ცოლს 27-წლიანი ქორწინების შემდეგ შორდება - "ბევრი ვიფიქრეთ ამ გადაწყვეტილებაზე..."
პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი განქორწინების შესახებ. 

ბილ გეიტსის სიმდიდრეზე ასე ხუმრობენ ხოლმე: "ხმები ბილ გეიტსის სიმდიდრის შესახებ ძალიან გადაჭარბებულია. დედამიწაზე 18 ქვეყანა მასზე მდიდარია!" დღესდღეობით ის რიგით მეორეა უმდიდრესთა სიაში - პირველობა არც ისე დიდი ხანია დაუთმო "ამაზონის" დამაარსებელ ჯეფ ბეზოსს.

"მაიკროსოფტის" დამფუძნებელი, ცნობილი ფილანტროპი კარგ მეოჯახედაც მიიჩნეოდა. 27 წლის წინ სამსახურში გაიცნო ჭკვიანი და ძლიერი ქალბატონი. მათი ოფიციალური ქორწინების პერიოდში ბილი უკვე უზომოდ მდიდარი იყო. ცერემონია ჰავაიზე შედგა და ბილი იმდენად ღელავდა, ვინმეს არ დაერღვია მათი მყუდროება,




რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ყველა სასტუმროს ყველა ნომერი იყიდა. 
მელინდა არა მხოლოდ მისი ცოლი გახდა, არამედ მისი მეგობარი და პარტნიორიც. მელინდას და ბილს ქორწინებაში სამი შვილი ეყოლათ.
mshoblebi

თუმცა უმდიდრესი ადამიანების, ქველმოქმედების და ძლიერი პიროვნებების ეს ერთი შეხედვით მყარი კავშირიც დაირღვა. 

"ბევრი ვიფიქრეთ და ბევრი ვიშრომეთ ჩვენს ურთიერთობებზე, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ქორწინებას
დავარღვევთ", - დაწერა ბილმა ტვიტერზე. ბილმა მადლობა გადაუხადა მელინდას იმ 27 წლისთვის და გეიტსების ცნობილ ფონდში მუშაობისთვის, რასაც სავარაუდოდ გააგრძელებენ ერთად. თუმცა მილიარდერმა ასევე აღნიშნა: "აღარ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ გაზრდას, როგორც წყვილი, ჩვენი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. ჩვენ ვითხოვთ სივრცეს და განმარტოებას ჩვენი ოჯახისთვის, რადგან ვიწყებთ ამ ახალ ცხოვრებაში ორიენტირებას". 

მიზეზებზე არაფერი ეწერა და არც ქონების გაყოფაზე. სავარაიდოდ ამას თავად მოაგვარებენ ერთმანეთში, გასაყოფი კი ნამვილად ბევრი რამაა - "ფორბსის" მონაცემებით, გეიტსის ქონება 124 მილიარდი დოლარია. 
FACEBOOK კომენტარები