შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა გიორგის დედასთან შეხვედრას ითხოვს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა გიორგის დედასთან შეხვედრას ითხოვს
მცხეთის სასამართლოში, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მისულია ერთ-ერთ არასრულწლოვნის მამა.
არსრულწლოვნის მამას, რომელსაც მაისურზე დატანილი აქვს შაქარაშვილების ოჯახის ადვოკატის, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ფოტო წარწერით „მაგ სიმართლით იარე“ ის აცხადებს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და სიმართლის სათქმელად გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს.  როგორც არასრულწლოვნის მამა აცხადებს, გიორგი შაქარაშვილი საბურთალოელებმა მოკლეს, მირიან ნიკოლაძეს კი სიმართლის დადგენა არ სურს.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.
საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.
FACEBOOK კომენტარები