"ყვიროდა, მოვკალი, მოვკალიო", - რას ჰყვებიან 11 წლის თერჯოლელი ბიჭის მეზობლები და და, რომელსაც მოზარდი გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ესაუბრა

"ყვიროდა, მოვკალი, მოვკალიო", - რას ჰყვებიან 11 წლის თერჯოლელი ბიჭის მეზობლები და და, რომელსაც მოზარდი გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ესაუბრა
თერ­ჯო­ლა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 11 წლის ავთო აბ­ჟან­და­ძის მე­ზობ­ლე­ბი "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათ­თან“ ჰყვე­ბი­ან, რომ შვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ცოლს და­ქორ­წი­ნე­ბის დღი­დან სცემ­და. ასე­ვე, იხ­სე­ნე­ბენ, რომ ტრა­გე­დი­ის დღეს გა­ი­გო­ნეს, რო­გორ ყვი­რო­და ის "მოვ­კა­ლი, მოვ­კა­ლიო".
"ეს პირ­ვე­ლი კი არ იყო, ცოლს სულ ურტყამ­და, მოყ­ვა­ნის დღი­დან, დე­და­მისს ჰკი­თხეთ, გო­გოს დე­დას, სულ ურტყამ­და. (ცოლი) წა­ვი­დო­და, მო­ვი­დო­და, წა­ვი­დო­და მო­ვი­დო­და, წა­იყ­ვან­და ბავ­შვებს... ბო­ლოს, ეს პა­ტა­რა ბიჭი რომ გა­ა­ჩი­ნა, და­ეწ­ვათ ბო­სე­ლი. ოჯა­ხი უსახ­სრო გახ­და და ქალი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და წა­სუ­ლი­ყო. და­ტო­ვა წლი­ნა­ხევ­რის ბავ­შვი და წა­ვი­და ეს გოგო, მაგ­რამ მის მერე გზავ­ნი­და ფუ­ლებს და კი ხე­დავთ მის სახლ-კარს“, - ამ­ბობს ოჯა­ხის ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი.
მი­სი­ვე თქმით, ბო­ლოს ქალს ქმრის­თვის უთ­ქვამს, რომ ფულს ვერ გა­მო­უგ­ზავ­ნი­და, რად­გა­ნაც ბავ­შვს რა­ღა­ცის ყიდ­ვას დაჰ­პირ­და და ამის­თვის აგ­რო­ვებ­და.

"მერე უთ­ქვამს ამ ქალს, მე შენ ფულს ვერ გა­მო­გიგ­ზავ­ნიო, იმი­ტომ რომ ბავ­შვს რა­ღა­ცას შევ­პირ­დი, იმას უნდა ვუ­ყი­დოო და ამას უთ­ქვამს, შენ ფულს თუ არ გა­მო­მიგ­ზავ­ნი, ბო­ლო­ჯერ და­ი­ნა­ხე შენი შვი­ლიო. ამის მე­ტად შენს შვილს ვე­ღარ ნა­ხავ, ამით გა­გამ­წა­რე­ბო“ - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბე­ლი.
11 წლის ბი­ჭის და, თიკო აბ­ჟან­და­ძე კი იხ­სე­ნებს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე, სა­ნამ ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნებ­დნენ, ის ძმას ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა.
„ჩემ­მა ძმამ და­მი­რე­კა, რო­გორ ხარ და­ი­კოო, ხომ კარ­გად ხარო, დიშ­ვი­ლე­ბი ხომ კარ­გად არი­ა­ნო, შენ ხომ ხარ კარ­გად-მეთ­ქი? და კიო, კარ­გად ვარო. კარ­გი აბა, კარ­გად იყა­ვიო და გა­მი­თი­შა. მერე არ გა­სუ­ლა ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი, რე­კა­ვენ, შენ­მა ძმამ თავი ჩა­მო­იხ­რჩოო“, - იხ­სე­ნებს თიკო აბ­ჟან­და­ძე.
გარ­დაც­ვლი­ლის ბიძა, ავთო რო­ბა­ქი­ძე კი, რო­მე­ლიც ასე­ვე ოჯა­ხის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს, ჰყვე­ბა, რომ ტრა­გე­დი­ის დღეს ბავ­შვის ბე­ბი­ის ყვი­რი­ლის ხმა გა­ი­გო. ქალი მე­ზობ­ლებს შვე­ლას სთხოვ­და, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, ის გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის მა­მამ, ფრი­დონ აბ­ჟან­და­ძემ გა­ა­ჩუ­მა. რის შემ­დე­გაც, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მე­ზობ­ლებ­მა უკვე მა­მის ყვი­რი­ლის ხმა გა­ი­გო­ნეს, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ შვი­ლი თა­ვად მოკ­ლა.
"თურ­მე ყვი­რო­და ამას, მოვ­კა­ლი, მოვ­კა­ლი, მოვ­კა­ლიო...მოკ­ვდა, მოკ­ვდა, მოკ­ვდაო“, - ამ­ბობს გოჩა რო­ბა­ქი­ძე.
თერ­ჯო­ლა­ში 11 წლის ბავ­შვი პო­ლი­ცი­ამ ხეზე ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვა. შვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის და მას­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით ბავ­შვის მა­მაა და­კა­ვე­ბუ­ლი.
FACEBOOK კომენტარები