დასახელდა ფაქტორი,რომელიც კორონავირუსით გარდაცვალების ალბათობას 9-ჯერ ზრდის და დაინფიცირების შანსს 3-ჯერ ამცირებს

დასახელდა ფაქტორი,რომელიც კორონავირუსით გარდაცვალების ალბათობას 9-ჯერ ზრდის და დაინფიცირების შანსს 3-ჯერ ამცირებს

სიმსუქნე უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმის უნარზე წინააღმდეგობა გაუწიოს სხვადასხვა დაავადებებსა და ინფექციებს, ზოგჯერ კი პირდაპირ იწვევს დაავადებას. კორონავირუსის შემთხვევაში, ჭარბი წონა მნიშვნელოვნად ზრდის სიკვდილის ალბათობას. ამის შესახებ რუსეთის ეროვნული სამედიცინო კვლევის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ევგენი შლიახტომ განაცხადა.–შედეგად, უნდა მივიდეთ იმის შეგნებამდე, რომ პერსონალურად თერაპია გვჭირდება. მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს სიკვდილიანობა, - თქვა აკადემიკოსმა პრესკონფერენციის დროს.imageაკადემიკოსის განცხადებით, ზედმეტი წონა სხვადასხვა კვლევების თანახმად 9-ჯერ ზრდის ინიფიცირების შემთხვევაში ლეტალობის ალბათობას და 7-ჯერ, ავადობის მძიმე ფორმაში მიმდინაროებას.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მეცნიერების მიერ ჩატარებული უკანასკნელი კვლევის თანახმად, კორონავირუსთან ბრძოლის ადამიანის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ისევ და ისევ ხელების დაბანაა. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩავატარებთ, 36% -ით შეგიძლია შევამციროთ კორონავირუსით დაინფიცირების რისკი.- საპნით ხელების დაბანა ანადგურებს ვირუსის გარე მემბრანას, რითაც მის ინაქტივაციას ახდენს-ნათქვამია განცხადებაში.ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ ხელების ხშირი დაბანა არა მარტო კორონავირუსისგან დაგიცავთ, არამედ ისეთი სახიფათო დაავადებებისგან, როგორიცაა ქოლერა, ებოლა, ატიპიური პნევმონია და E ჰეპატიტით. გარდა ამისა, ხელის ხშირი დაბანა 20% -ით ამცირებს მწვავე რესპირატიულ დაავადებებს(ადენოვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსი(სხვა შტამი), გრიპი, ბრონქოლიტი)
FACEBOOK კომენტარები