"რას შვებით ხალხო, რას?" - სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს და კვერცხები დაუშინეს

"რას შვებით ხალხო, რას?" - სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს და კვერცხები დაუშინეს
სა­ქარ­თვე­ლოს მკლავ­ჭი­დის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ა­ში, სა­დაც გამ­გე­ო­ბის სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ად­გი­ლი­დან კად­რებს "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს სოსო ჯაჭვლი­ანს ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლე­ბი და მკლავ­ჭი­დე­ლე­ბის ნა­წი­ლი და­უ­პი­რის­პირ­და. მათ ჯაჭვლი­ანს კვერ­ცხე­ბი ეს­რო­ლეს და წყა­ლი შე­ას­ხეს.

ჩხუ­ბი მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ სხდო­მა­ზე მი­სულ მლავ­ჭი­დე­ლებს სოსო ჯაჭვლი­ან­მა იქ შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ მის­ცა. მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­ნო­ბას­თან დაც­ვა იყო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და სპორ­ტსმე­ნებს სას­ტუმ­რო "ბო­მონდ გარ­დენ­ში" არ უშ­ვებ­და, თუმ­ცა მათ შეს­ვლა მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს.

ისი­ნი ჯაჭვლი­ა­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლი­ას მო­ი­თხოვ­დნენ.

"რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ვის მხრივ სოსო ჯაჭვლი­ა­ნი აპი­რებ­და რომ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი რე­ვაზ ლუ­თი­ძე და და­პი­რის­პი­რე­ბაც ამ ფაქტს მოჰ­ყვა. სპორ­ტსმე­ნე­ბი სოსო ჯაჭვლი­ანს ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.


FACEBOOK კომენტარები